ნარიყალას ციხის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო-როდის დასრულდება თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის რეაბილიტაცია

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებს-განაცხადა დედაქალაქის მერმა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დედაქალაქელებს ინფორმაცია მიაწოდა.

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო-როდის დასრულდება თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის რეაბილიტაცია

„ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი 2025 წელს არის დაგეგმილი.