გვიან ღამით, თბილისში ნარიყალას ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ცეცხლი, ნარიყალას ციხესთან მიმდებარე ტწრიტორიაზე გაჩნდა.

გვიან ღამით, თბილისში ნარიყალას ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი პიროტექნიკის ნაპერწკალმა გამოიწვია რომელიც ბალახს მოედო.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს.

kalaki.ge ერთ-ერთ თვითმხილველს ესაუბრა, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

“ნარიყალაზე სტუმრებთან ერთად ვსეირნობდი, რა დროსაც შევნიშნეთ ცეცხლი როგორ მოედო ციხეს ირგვლივ. მალევე მოვიდა სახანძრო და მისი ჩაქრობა მოახერხა. თუმცა დაკვამლიანება საკმაოდ დიდი იყო.” ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევიდან მალევე მედიაში ვიდეო კადრები გავრცელდა.