უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი აუქციონზე ნახევარ მილიონად იყიდება

როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, გასაყიდ მიწაზე ელექტროგადამცემი ხაზი და გაზის მილსადენი გადის.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი აუქციონზე ნახევარ მილიონად იყიდება

აუქციონის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ საპრივატიზებო ობიექტს კვეთს დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

ამასთან აღნიშნულ ნაკვეთზე გადის „თბილისი ენერჯის“ მოქმედი მიწისზედა და მიწისქვეშა საშუალო წნევის მილსადენები. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, მომავალმა მესაკუთრემ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია ნაკვეთზე არსებული გაზსადენები წითელი ხაზებიდან გაიტანოს და შეუცვალოს მარშრუტი.