ნახეთ დედაქალაქის მერის ფოტო-კოლაჟი
გეგეშიძის ბაღი, ბაგები-წყნეთის გზატკეცილი. დედაქალაქის მერი ორი დასრულებული პროექტის ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს.
ე.წ. გეგეშიძის ბაღის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერისა და და ბაგები-წყნეთის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. გეგეშიძის ბაღი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მძიმე ვითარებაში იყო, სკვერის არსებული ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილი, ხოლო კონსტანტინე გამსახურდის ძეგლი დაზიანებული იყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. რაც შეეხება გამწვანებას: მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგინა.
რაც შეეხება ბაგები-წყნეთის გზატკეცილს, მისი რეაბილიტაციაც ასევე 2022 წელს დასრულდა, ასფალტის საფარი 1 720 კვადრატულ მეტრზე დაიგო. გზის ნაწილზე მოეწყო გამწვანება.
უნდა აღინიშნოს, რომ წყნეთი-ბაგების გზის მონაკვეთზე აყვავებული საკურას ხეები განსაკუთრებით უხდება თბილისურ გაზაფხულს.