დედაქალაქის მერია ნაგავსაყრელის ალტერნატიულ ადგილს ეძებს

საპროტესტო აქციების სერია, ლილოს დასახლების მოსახლეობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მათ არა ერთხელ გადაკეტეს გზები და შეხვდნენ მერის მოადგილეს, როგორც ჩანს პროტესტმა შედეგი გამოიღო-დედაქალაქის მერია ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიულ გზას ეძებს.

დედაქალაქის მერია ნაგავსაყრელის ალტერნატიულ ადგილს ეძებს

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისის მერია დედაქალაქის ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილის შერჩევას საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით აპირებს.

“გადავწყვიტეთ, თბილისის ნარჩენების პოლიგონისთვის დავიწყოთ ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ნახოთ საერთაშორისო ექსპერტები, ვინც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში დაგვეხმარებიან და ჩაატარებენ ყველა საჭირო პირველად კვლევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ‘ლილოოს ნაგავსახრელის” მიმდებარედ მაცხოვრებლებმა, თბილსერვისის მანქანებს, რომელთაც დერიტორიაზე ნაგავი შეჰქონდათ, გზა გადაუკეტეს და სამუშაოს შესრულების უფლება არ მისცეს.

ასევე ხშირად ვრცელდება ვიდეოები ტერიტორიიდან სადაც მოსახლეობა აღწერს თუ როგორ მოაქვს ქარს ნაგავსაყრელიდან ნარჩენები, ირგვლივ კი გაუსაძლისი სუნია.