ნაძალადევში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ნაძალადევში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.

„მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქსელის
არ არსებობა ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოსახლეობის თხოვნა იყო
მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, რასაც აუცილებლად
გავითვალისწინებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია,რო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, 1500 000 ლარია და პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.