როდის იგეგმება რეაბილიტირებული “ნადიკვრის პარკის ” გახსნა და რამდენი დაიხარჯა მასშტაბურ პროექტზე
1 ივნის თელავში, ოფიციალურად რეაბილიტირებული "ნადკვრის პარკი" გაიხსნება. პროექტის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2 730 936 ლარი დაიხარჯა. kalaki.ge საკითხზე, თელავის მერიას დაუკავშირდა.
“პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში ამფითეატრი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილს, საფეხმავლო ბილიკებს, გარე განათების ქსელს. ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი სამეთვალყურეო კამერები. ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა მოეწყო და განახლდა სავაჭრო ჯიხურები. ამასთან, განახლებულია საბავშვო სივრცე, რომელიც სხვადასხვა სახის სპორტული ტრენაჟორით, გასართობი ატრაქციონებით აღიჭურვა”, – აცხადებს თელავის მერია.
შეგახსენებთ, რომ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 10 აპრილს იყო დაანონსებული, თუმცა პროექტის გაჭიანურებას მერიაში მშენებელი კომპანიის ცვლილებას უკავშირებენ.