“მზიურის პარკის” ტერიტორიას ახალი სივრცე შეემატება-ნახეთ kalaki.ge-ს ფოტოკოლაჟი პარკიდან
"მზიურის" ტერიტორიაზე, გარემოს დაცვის სამსახური რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.
kalaki.ge- მ გაარკვია, რომ პარკის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, დედაქალაქის მერიამ დაიბრუნა.
ამ დროისთვის ადგილზე გამწვანებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ტერიტორიის მოსაწყობად 5 000 000 ლარი დაიხარჯება.