მზიანი შაბათ-კვირა და ხალხით სავსე მზიურის პარკი – კახა კალაძე მოსახლეობას პოპულარული ზონის გაფართოებას ჰპირდება
გასულ შაბათ-კვირას დედაქალაქში ტემპერატურა 22 გრადუსზე მაღალი დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის, მარტის თვეში უჩვეულო ამინდია! ასობით მოქალაქე მზიურის პარკს პიკნიკზე ესტუმრა: დასასვენებლად და მონატრებული სუფთა ჰაერით დასატკბობათ. სწორედ ამ დროს კახა კალაძემ, Facebook-ის საშუალებით პოპულარული, დასასვენებელი ადგილის გაფართოების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა. მერის განცხადებით დასასვენებელი სივრცე კიდევ 16 ჰექტარით გაიზრდება.
გასული უქმეების, ერთი დღე „მზიურის“ პარკში, ასე გამოიყურება: დასასვენებელ სივრცეში ადგილობრივები ჭავჭავაძის ქუჩიდან ჩასვლას ჩქარობენ, ბამბის ნაყინის გამყიდველი სალაროს ითვლის.
პარკში ყველა თავისუფალი ადგილი დაკავებულია, (აქამდე კი მხოლოდ კაფესა და მზიურის გრძელ სკამებზე შეხვდებიდით რამდენიმე ადამიანს.) ჰაერის ტემპერატურა კომფორტულია. ნალექი არ არის.
„მზიურში“ ხეებისა და ბუჩქების ნაწილი აყვავილდა, ნაწილი კი ჯერ კიდევ პროცესშია, ზოგიერთი მცენარე, თბილი სეზონის წინ ძალებს იკრებს.
დასასვენებლად მისული მოქალაქეების უმეტესობა, როგორც ყოველთვის ხეების ჩრდილს აფარებს თავს. კვირას დღის მეორე ნახევარში, ფაქტობრივად თავისუფალ საპიკნიკე ადგილს თითქმის ვერ ნახავთ! მიწა მზემ ისე გაათბო, რომ გაციებისაც კი აღარავის ეშინია.
პარკში, ზოგიერთი დამსვენებელი დაბადებისდღეს აღნიშნავს… აქვე უნდა ვთქვათ, რომ kalaki.ge-ს რედაქცია მილოცვას უერთდება!
„მზიურის“ 16 ჰექტარით გაფართოებისათვის, მერიამ ტერიტორია კერძო პირისგან შეისყიდა და უკვე დაიწყო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. პროექტის მიხედვით გაიზრდება, მწვანე ტერიტორიების ფართობები, დაემატება სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ადგილები. კახა კალაძემ თბილისელებს, მიმდინარე სამუშაოები სოციალური ქსელის საშუალებით თავად გააცნო.
საგულისხმოა, რომ წინასწარი შეფასებით, მომავალი შაბათ-კვირა კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება. მართალია გაზაფხული არასტაბილურია, მაგრამ უნდა იქვას, რომ წელს მარტის თვის ამინდები თბილისის ისტორიაში ყველაზე უჩვეულოდ თბილი აღმოჩნდა.