წყნეთის ქუჩა N1-ში დასასვენებელი სივრცე და სტადიონი რეაბილიტირდა
ვაკის რაიონში კიდევ ერთი კომბინირებული სივრცე რეაბილიტირდა. წყნეთის ქუჩა N1-ში მდებარე სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
ასევე რეაბიტილდა საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები; სპორტული მოედნის კედელი მოიხატა; სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. სკვერისა და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს
შეადგენს.