თბილისს, კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება – გლდანში სკვერი I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან მოეწყობა

გლდანში, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ახალი მწვანე სივრცის მოწყობა იგეგმება. ახალი სკვერი, I მიკრორაიონის N19 - 19 ა კორპუსებთან განთავსება.

თბილისს,  კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება – გლდანში სკვერი I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან მოეწყობა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

“ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.”- აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.