თბილისში საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი მწვანე სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისში საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი მწვანე სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი
და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც
რეაბილიტირდა.