მუხიანში ძველი სტადიონის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსები აშენდება – ადგილობრივები მერიის გადაწყვეტილებას თითქმის ყოველ დღე აპროტესტებენ
ერთი წელია მუხიანის მოსახლეობა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ტერიტორიაზე, არა ერთხელ მოეწყო აქცია, რომელითაც ადგილობრივები უწყებას, გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვდნენ.
დავა მუხიანის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მუხიანის ძველი სტადიონის “სიონის” ტერიტორიაზე გაირკვა, რომ 7 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენდების ნებართვა უწყებამ უკვე გასცა. ერთი წლის განმავლობაში მოხდა შეხვედრა ადგილობრივებსა და დეველოპერებს შორის, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, თუმცა შეთანხმება არ შედგა. მუხიანის მოსახლეობა ძველი სტადიონის ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონის მოწყობას ითხოვს, რადგან მათი განმარტებით მალე თბილისში სუნთქვა შეიძლებელი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქის მერიას მათი განმარტებით, განაშენიანების რეგულირების გეგმაში საბოლოო კორექტირება 2019 წელს შევიდა – შედეგად შემცირდა ასაშენებელი კორპუსების რაოდენობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია, როგორც სტადიონისთვის განკუთვნილი ფართობი, ასევე, სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.
ადგილობრივები დეველოპერების შეთავაზებას არ თანხმდებიან და დავის მოგვარებას სასამართლო გზით არ გამორიცხავენ.