როგორ ავსებენ სამშენებლო კომპანიები მუშახელის დეფიციტს
ბოლო კვლევების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სექტორში მუშახელის დეფიციტია.
სამშენებლო კომპანიებმა, კი როგორც ჩანს გამოსავალი იპოვეს და დეფიციტს უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ავსებენ. სხვადასხვა სამშენებლო კომპანია იუწყება, რომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული დასაქმების მსურველთა რიცხვი დიდია რაც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პრობლემას ავსებს.
ზაფხულის, პერიოდი რთული უნდა ყოფილიყო, თუმცა კადრების დაბალანსება სწორედ უცხოელებით მოხდა. თუმცა კომპანიებს, ხარჯი გაეზრდათ, ვინაიდან მათ ხელფასის გარდა კვებისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფა მოუწიათ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვლევების თანახმად ზაფხულის პერიოდში, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 6. 3%-ით გაიზარდა.