ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელი ეწყობა
გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ავრცელებს.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით მიმდინარე პროექტი ზაფხულზე დასრულდება.
„გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა კომუნიკაციები, არ იყო არც საგზაო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე ოჯახი უკვე დაერთებულია ქსელზე. დღეს სამუშაოები ნეკრესის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობა ორ დამატებით ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს და ამ პროექტის ფარგლებში ქსელზე 400 ოჯახი დაერთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ამჟამად ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარს მოაწყობს.