მწვანე ცივრცე – თბილისელების მთავარ მოთხოვნად, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მეტი დასასვენებელი პარკის მოწყობაა

თბილისელები მუნიციპალიტეტებისგან რაც შეიძლება მეტი, მწვანე სივრცის მოწყობას მუდმივად ითხოვენ, რადგან დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემის შესამსუბუქებლად, მეტი მწვანე სივრცის არსებობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია. ამჯერად კიდევ ერთი დასასვენებელი პარკი გლდანის რაიონს VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრზე შეემატება.

მწვანე ცივრცე – თბილისელების მთავარ მოთხოვნად, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მეტი დასასვენებელი პარკის მოწყობაა

პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში დასრულდება. დაგეგმილია გარე განათებისა და
ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოების ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.