ექსპო ჯორჯიაში დღეს, პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე: Green Economic – მწვანე მშენებლობის მნიშვნელობა და მომავალი
„უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
მოდულური სახურავები, სახურავის პანელები, წყალსაწრეტი სისტემები (ჟოლობი და სხვა), თაბაშირ-მუყაოს პროფილები, გათბობა ტექნოლოგიები, ფოტოელექტრული მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობები, კონდიცირება და ვენტილაცია – სწორეს ამ მასალების თანამედროვე ტექნოლოგიას შესთავაზებენ კომპანიები მშენებლებს.
შეხვედრაზე, თიბისი კაპიტალი კვლევის შედეგებს წარადგენს: თუ რა მასშტაბის არის საქართველოში სამშენებლო მასალების მოხმარება, რა წილი და რა მასალა არის იმპორტირებული.
რა მიმართულებით უნდა იფიქრონ საქართველოში მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა გაფართოება და დაფინანსების რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან.
შეგახსენებთ, „უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build; საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა Georgia Real Estate Exhibition და უძრავი ქონების ფორუმი 28-30 აპრილს გაიმართება.