მწვანე კონცხი ბოტანიკო – რას სთავაზობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მომხმარებელს და ვინ არის პროექტის განმახორციელებელი კომპანია
ბათუმის ხსენება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანში, უამრავ დადებით ემოციას იწვევს...
ბათუმის ხსენება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანში, უამრავ დადებით ემოციას იწვევს. თვალწინ უმალ წარმოგიდგება, ზღვის სანაპიროზე გადაშლილი, ბათუმის ძველი თუ ახალი ბულვარის ტერიტორია.
მათ შორის, ზღვისპირა ქალაქის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ნურის ტბა, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, მოცეკვავე შადრევანი, ბათუმის დელფინარიუმი, ბათუმის პანორამული ბორბალი, მოძრავი სკულპტუ,რა – ალი და ნინო, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბათუმის სამების ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია და უამრავი ძველი თუ ახალი არქიტექტურის შენობა. ბათუმი, ხომ ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, თავისი სტრატეგიული ზღვისპირა მდებარეობით.
ბათუმის განაშენიანება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ძველი შენობების გვერდით ახალი მაღალსართულიანი შენობა, განცდას გიტოვებს, რომ მალე ამ ძველს აიღებენ და აქაც ახალი დაგხვდება, ისე თითქოს არც არაფერი ყოფილა. სასიხარულოა, როცა ქალაქი ვითარდება. ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რამაც ბათუმის იერსახე საგრძნობლად შეცვალა, თუმცა ხომ არ ემუქრება ბათუმის ძველ იერსახეს გაქრობა – ეს მეორე საკითხია…
ახალი ბინების შეძენის მსურველიც, ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბევრია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დეველოპერები სულ უფრო და უფრო დიდ მაშტაბებზე გადიან, სულ უფრო და უფრო მეტ უძრავ ქონაბაზე გაცემულ ნებართვებს ითხოვენ. თუმცა რა ხდება ბათუმის შემოგარენში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა მწვანე სივრცე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო?
ბათუმიდან 9 კილომეტრში, ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე, მწვანე კონცხი მდებარეობს. თუ ხალხმრავალ ადგილებში დასვენება არ გინდათ და წყნარი გარემო გიზიდავთ, აქ ზღვა ძალიან სუფთაა და ეს სივრცე საუკეთესო ადგილია სიმშვიდის მოსაპოვებლად. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს.
დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით, 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია. აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა. ბოტანიკური ბაღის მცენარეების კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს: კავკასიის იშვიათი გადაშენებადი და სამკურნალო მცენარეების, მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის, მცენარეთა კონსერვაციის, მცენარეთა და ნიადაგის დაცვის განყოფილება. გარდა ამისა, ბაღში ფუნქციონირებს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, 1.5 ჰექტარზე, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ აშენდა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. რა თქმა უნდა გარემო სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული სამყაროთი გამოირჩევა. კომპლექსში საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან ზღვაზე 180-გრადუსიანი ხედი იშლება.
„„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ გაშენდა ორი დამოუკიდებელი, 6-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც 81 აპარტამენტია განთავსებული. ფართის დაახლოებით 30% ტერასებს უჭირავს, რაც მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გაუჩენს. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ იდეალურია ოჯახური, მშვიდი, კომფორტული დასვენებისთვის, რასაც ადგილმდებარეობა და თავისთავად, სანაპიროს სიახლოვეც განაპირობებს.“ – განმარტავს გიორგი მარრი, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორი.
კომპლექსში მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, სავარჯიშო და სარელაქსაციო დარბაზებით, საბავშვო ღია აუზებით, რესტორნითა და მიწისქვეშა ავტოსადგომით. აქვე აღმოაჩენთ საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებს, სადაც შეძლებთ სეირნობას და ტროპიკული სიმწვანით დატკბობას.
კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდება, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით. ბინების ფართის არჩევანი 42,5-დან 175,5-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს, რომლის ჭერის სიმაღლეც 2,9 მ-ია.
კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დამატებით ისარგებლონ ექსკლუზიური მაღალი ხარისხის მომსახურებით. 24-საათიანი დაცვა, ტექნიკური დახმარება, „ჭკვიანი სახლის“ სისტემებით აღჭურვილი ბინები და დასუფთავების მომსახურება ყველა ბინადარისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ფასები კი ასე გამოიყურება: ბინა-სტუდიო 322 552 ₾-დან, 1-ოთახიანი 486 775 ₾-დან, 2-ოთახიანი 685 555 ₾-დან, 3-ოთახიანი კი 1 533 362 ₾-დან.
რაც შეეხება თავად პროექტის განმახორციელებელ კომპანიებს – „სილქ როუდ ჯგუფი“ (SRG) არის კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართველი და ევროპელი პარტნიორების კუთვნილებაში და მართვაშია. „სილქ როუდ ჯგუფი“ 1997 წელს საქართველოში, გიორგი რამიშვილის მიერ დაარსდა, რომელიც ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჯგუფის აქტივებსა და შვილობილ კომპანიებს შორის არის „სილქნეტი” – საქართველოში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის, საკაბელო ტელევიზიის, ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის წამყვანი პროვაიდერი. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის მრავალპროფილიანი კომპანია, რომლის საქმიანობაც და შვილობილი კომპანიებიც მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ტრანსპორტის, სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის, უძრავი ქონებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროებს.
„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ პროექტის განმახორციელებელი მეორე კომპანია, „ანაგი დეველოპმენტი“ კი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. თავად „ანაგი“ კი 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორიც მოიცვა. „ანაგის“ მიერ აშენებულ პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში შეხვდებით. „ანაგის“ ძირითადი საქმიანობა სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაა. მისი საქმიანობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა დამკვეთს შესთავაზოს მომსახურების სრული პაკეტი, როგორც საპროექტო სამუშაოები, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება.