„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
პროექტი, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ დასრულებულია და მობინადრეების მისაღებად მზადაა.
კომპლექსში სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტების ყიდვაა შესაძლებელი: ყველაზე მცირე 42 მ2 სტუდიოს ტიპის ბინაა. ასევე – 1, 2 და 3 საძინებლიანი აპარტამენტები, სადაც საერთო ფართის დაახლოებით 20-30% უჭირავს აივნებსა და ვერანდებს.
ბათუმის ცენტრიდან 9 კმ-ში და ბოტანიკური ბაღიდან 2 წუთის ფეხით სავალზე. 1.5 ჰექტარის ფართობზე გადანაწილებული. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან 180 გრადუსიანი ხედები იშლება ზღვაზე.
კომპანიის ინფორმაციით 80-ვე ბინა მფლობელს დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით ბარდება, ასევე სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით, „ჭკვიანი სახლის“ სისტემით.