“მწვანე ქალაქი ლისზე” FIABCI დაჯილდოებაზე გენერალური გეგმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა
დაჯილდოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გაიმართა. წელს კონკურსს ორი ახალი ქვეყანა საქართველო და იტალია შეემატა.
FIABCI World Prix d’Excellence Awards სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო დაჯილდოებაა.
ლისი დეველოპმენტის დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი მედიასთან განმარტავს, რომე ეს მორიგი წარმატებაა.
“„აღნიშნული ჯილდო ლისი დეველოპმენტის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. გენერალური გეგმის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდოს მოპოვება ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ლისი დეველოპმენტის პროექტები გამოირჩევა განსხვავებული ურბანული ხედვით. მაგალითად ჩვენი ინოვაციური კონცეფცია 80/20, რომელიც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე შენობების განლაგებას, ხოლო დანარჩენ 80% -ზე გამწვანებისა და დამატებით ინფრასტრუქტურის მოწყობას.
აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი პროექტების ურბანული განვითარება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლისი დეველოპმენტი პირველი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც აღნიშნულ დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლისი დეველოპმენტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე ათი წელია ლიდერობს და გამოირჩევა თავისი მწვანე და ინოვაციური მიდგომებით. კომპანია 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია“- აცხადებს ლისი დეველოპმენტის დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი.