თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
ზაჰესისა და ორთაჭალის წყალსაცავებზე 28-დან 30-მაისამდე სს „ჯეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.
წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესის 3-დღიან და ორთაჭალჰესის 2-დღიან გაჩერებას და შესაბამისად, თბილისში და მცხეთაში მდ. მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.