მთავრობა ავტოსადგურების რეფორმას იწყებს
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა ეკონომიკის სამინისტროში და მიმდინარეობდა მსჯელობა.
მინისტრის თქმით, შიდა გადაყვანები მოექცევა სანებართვო სისტემაში და მოხდება სერტიფიცირება სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან.
„დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოვაგზალი არსებობს, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და ხარისხიც დაბალია. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, აისახება ტურიზმზეც და ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულად გადაადგილდებიან. ამ შემთხვევაში პროექტის მიხედვით ავტოსადგურების მიმართ კონკრეტული მოთხოვნები იქნება. სამი ტიპის ავტოსადგურები განისაზღვრება: პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის სადგურები, ხოლო ძალიან პატარა მუნიციპალიტეტებში მცირე მოთხოვნებით, მაგრამ კომფორტული და მინიმალური პირობებით, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრმა ბილეთის ფასზეც ისაუბრა, მისი განმარტებით შესაძლოა ბილეთი კიარ გაძვირდეს პირიქით გაიაფდეს.