მთაწმინდის საბაგიროს ბაგირი დრონის დახმარებით გაიჭიმა – მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საელჩო ავრცელებს
როდის დასრულდება მთაწმინდის პარკისკენ საბაგიროს მშენებლობა ასეთია კითხვა, რომელიც ბოლო დროს ყველაზე აქტუალურია. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით საქართველოში ავსტრიის საელჩო ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჯერ პატარა ბაგირი გაიჭიმა დრონის დახმარებით, რასაც მოჰყვა სხვა ბაგირები, სანამ საბოლოოდ არ მოხერხდა მთავარი ბაგირის დამონტაჟება. ამას მოჰყვა ერთმანეთთან დაკავშირების სამუშაოები – ეს ყველაფერი მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ავსტრიულ კომპანიას და მის ავსტრიულ ქვეკონტრაქტორს RMS Ropeway Maintenance Systems აქვთ.
Doppelmayr Garaventa სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამჟამად მიმდინარეობს სადგურების მოსაწყობი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ, დაიწყება მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება“, – წერს ავსტრიის საელჩო საქართველოში.