ირაკლი ბენდელიანი-მშვიდობის ხიდი ივლისში, ორი კვირით დაიკეტება

მისივე განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება არის დაახლოებით 1.4 მლნ ლარი, და სამუშაოებს კომპანია „იქსფექტორი“ ასრულებს, რომელიც ბენდელიანის თქმით, ტენდერის შედეგად იქნა შერჩეული.

ირაკლი ბენდელიანი-მშვიდობის ხიდი ივლისში, ორი კვირით დაიკეტება

„მდინარე მტკვარზე დავიწყეთ მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია. ამ ხიდს პრობლემები ჰქონდა: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული ბურჯი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ხიდის სპეციალური საკიდები არის დასაჭიმი, ამის გამო ხიდი არათანაბარი დატვირთვით მუშაობს. სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური სამუშაოების მოწყობა, სწორედ ამიტომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ივლისში დაახლოებით 2 კვირით მოხდება ხიდზე საფეხმავლო გადაადგილების აკრძალვა. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე გარეგანათების ქსელის შეცვლა“, – განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ხიდი 2009-2010 წლებში აშენდა. ოფიციალური ინფორმაციით, მისმა საერთო ღირებულებამ 12.5 მლნ ლარი შეადგინა. ხიდის ასაგებად ფული თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო. მშენებლობას იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“ აწარმოებდა.