“მშვიდობის ხიდზე” გადაადგილება ხვალიდან იზღუდება
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს.
მერიის ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება.
ცნობისთვის, მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გასულ კვირას დააანონსა. მისი თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.