ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი, ამ ქალაქში აღარც ხეა აღარც ჩიტი-მიქელაძის #11 ნომერში მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
აქციის მსვლელობისას ადგილობრივებმა, გზა გადაკეტეს.
უკვე რამდენიმე თვეა მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები, სამშენებლო კომპანიას მშენებლობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან მათი განმარტებით, ახალი კორპუსი არსებული საცხოვრებელი შენობის წინ შენდება, რის შედეგადაც მოსახლეობას არა მხოლოდ ხედს დაუკარგავს, არამედ პრობლემა უფრო მწვავე გახდება ვინაიდან სახლებში მზის შუქი აღარ შევა.
აღსანიშნავია, რომ მიქელაძის #11-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დედაქალაქის სხვადასხვა უწყებას დახმარების თხოვნით მიმართა.