სად გაიცა ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა?
საქართველოში იანვარ-ივნისში მშენებლობის 5 059 ნებართვა გაიცა, რაც 0.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე, სამშენებლო ფართი კი, რომელზედაც ეს ნებართვები გაიცა 25.4%-ით 3 მილიონ 996 ათას კვ.მ.-მდე გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა დედაქალაქშია გაცემული და რეიტინგში თბილისის შემდეგ მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი ლიდერობენ. ამ პერიოდისთვის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი – 48%;
მცხეთა-მთიანეთი – 9.3%;
ქვემო ქართლი – 9.2%;
იმერეთი – 7.4%;
აჭარა – 6.5%;
კახეთი – 6.3%;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.1%;
სამცხე-ჯავახეთი – 3.1%;
შიდა ქართლი – 3%;
გურია – 1.4%;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.7%.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ნებართვები საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა.