BAG: მშენებლობის სექტორში ფასები ისევ მოიმატებს
BAG (Business Association of Georgia): იმ სამშენებლო კომპანიები გამოკითხა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იმდინარე წლის პირველ კვარტალში პროდუქტზე ფასები გამოკითხული კომპანიების 26%-მა გაზარდა. ამასთან, კომპანიების 25% ფასების ზრდას მეორე კვარტალშიც ვარაუდობს.
ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,2023 წლის I კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. რაც შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას და/ან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდებოდეს. კვლევის თანახმად 2023 წლის II კვარტალში ფასები მშენებლობის სექტორში კვლავ გაიზრდება.”ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან 2023 წლის I კვარტალში თავიანთ პროდუქციაზე ფასები გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაზარდა“, – ნათქვამია BAG ინდექსში. საგულისხმოა, რომ გაყიდვები 2023 წლის წლის პირველი კვარტალის მიხედვით, დადებითი მაჩვენებელია. იგივე მოლოდინია წლის მეორე კვარტალთან მიმართებაშიც.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული კვლევა BAG-მ ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებების მიხედვით გაავრცელა.