გაბზარული კედლები და დაზიანებული ეზო, მშენებლობამ ბათუმში მეზობლების საცხოვრებლები დააზიანა

ბათუმში, დავით მამულაძის ქუჩის #4-ში მდებარე 17-სართულიან კორპუსში მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობების გამო პრობლემები შეექმნათ. ჩავარდა მათი ეზოს ნაწილი და დაიბზარა კორპუსის კედლები.

გაბზარული კედლები და დაზიანებული ეზო, მშენებლობამ ბათუმში მეზობლების საცხოვრებლები დააზიანა
გაბზარული კედლები და დაზიანებული ეზო, მშენებლობამ ბათუმში მეზობლების საცხოვრებლები დააზიანა

„ღამით გაგვაფრთხილეს აქ არ გააჩეროთ მანქანებიო. მას შემდეგ, რაც ეს მშენებლობა დაიწყო, ჩვენი კორპუსი დაიბზარა, შიდა ბზარებიც არის. ეზო დახეთქილია და თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ, გვეშინია… მეათე სართულზე მცხოვრები ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მისი კედელი იმდენად დაწეულია, რომ კარის გაღება და დაკეტვა პრობლემაა. ზოგან კედლებიდან წყალი ჩამოდის. მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა ერთხელ და გვიპასუხეს, რომ აქვთ უფლება განახორციელონ სამუშაოები“, – ამბობს მამულაძის ქუჩის მაცხოვრებელი, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციიდან ზეპირად მიიღეს და ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავთ, რომლითაც დასტურდება, რომ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებელს მდგრადობის პრობლემას არ უქმნის.

„მშენებლობა გამოწეულია რამდენიმე მეტრში, ჩვენი კორპუსიდან 3-4 მეტრში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩაიტანა მიწა საპარკინგე ადგილზე“, –, კიდევ ერთი მოქალაქე.

მამულაძის ქუჩის #4-ის მოპირდაპირე მხარეს [მამულაძის #25-ში] მრავალსართულიან კომპლექსს შპს „ბათუმი რიზორთი“ აშენებს [შპს „არქის“ დამფუძნებლის კომპანია]. კომპანიამ აქ ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა და ჯამში 5005 კვ.მეტრს ფლობს.

ფაქცია, რომ მშენებლობებმა დიდი გავლენა მოახდინა საცხოვრებელზე, თუმცა როგორ მოგვარდება პრობლემა ჯერ არავინ იცის ვინაიდან როგორც ირკვევა კომპანია, პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.