რა ღირდა საშუალოდ 1 მ²-ის აშენება 2022 წელს და რა დაუჯდათ მშენებლობა მშენებლებს თბილისსა და ბათუმში?
შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის 1 მ²-ის საშულო გასაყიდი ფასი კი თბილისში 1,092 დოლარი, ხოლო ბათუმში 1,159 დოლარი იყო.
დეველოპერული პროექტების მონაცემების მიხედვით, ხარჯების უდიდესი ნაწილი – 57% სამშენებლო მასალებზე და 27% ხელფასებზე მოდიოდა. სამშენებლო მასალების შემთხვევაში, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების და დაწესებული შეზღუდვების გამო მოთხოვნა ბაზარზე შესუსტდა. 2021 წელს კი, სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის აღდგენა დაიწყო (+7% წ/წ აშშ დოლარში), ხოლო 2022 წელს მთავრობის კაპიტალური ხარჯები და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ჯამურად (აშშ დოლარში) 36%-ით გაიზარდა.
TBC Capital-ის მიხედვით, 022 წელს დეველოპერული პროექტების 1 მ²-ის ასაშენებლად გაწეული ხარჯი თბილისის შემთხვევაში $546-ს, ბათუმში კი $502-ს გაუტოლდა. შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის 1 მ²-ის საშულო გასაყიდი ფასი კი თბილისში 1,092 დოლარი, ხოლო ბათუმში 1,159 დოლარი იყო.
„მთლიანობაში, დეველოპერული პროექტების მომგებიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ გაწეულ ხარჯსა და წმინდა მოგებას შორის კავშირი სუსტია: დეველოპერული კომპანიების მოგება მეტწილად აიხსნება სხვა ფაქტორებით, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყოს კომპანიის რეპუტაცია და გამოცდილება, პროექტის ხელსაყრელი მდებარეობა, ეფექტიანი მარკეტინგული კამპანია და მაღალკვალიფიციური გაყიდვების გუნდი“, – აღნიშნავენ სექტორალური გზამკვლევის ავტორები.
მოთხოვნის ზრდის შედეგად, 2022 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურის და ფოლადის სხვა მასალების, ცემენტის, ბეტონის, ინერტული მასალის და საკედლე ბლოკის წარმოებას და იმპორტს, აშშ დოლარში 30%-ით, ხოლო ლარში 2021 წელთან შედარებით (ექსპორტის გამოკლებით) 18%-ით გაიზარდა.”- ნათქვამია მიმოხილვაში.