ბაგებში მშენებლობა შეჩერებულია-ვაკის მოსახლეობა ახალი კორპუსის წინააღმდეგ
ვაკის მოსახლეობამ ჭავჭავაძის 83 ნომერთან გზა გადაკეტა, რითაც დაწყებული მშენებლობა გააპროტესტეს. გზა საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის პირობის შემდეგ გახსნეს, რომლის შემდეგაც მოსახლეობასთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ჯაფარიძის განმარტებით, ახალი კორპუსი ისედაც დატვირთული სივრცის პარალიზებას მოახდენს.
“ქუჩის გადაკეტვა ამ აქციების მხოლოდ დასაწყისია. ახალი კორპუსით ისედაც პარალიზებულ არეალზე სკოლასთან მისასვლელი გზა იკეტება. ასევე, უკვე აშენებულ კორპუსებთან შეუძლებელი იქნება სახანძრო და სასწრაფო მანქანების მისვლა.” – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
kalaki.ge-ს ინფორმაციით ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობასთან შეთანხმება მოხდა. ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია, შესაბამისად მუნიციპალიტეტი სამშენებლო კომპანიას ალტერნატივას შესთავაზებს.