მიმდინარე 7 მშენებლობა ნაძალადევის რაიონში
რას სთავაზობენ კომპანიები მომხმარებელს და რა ჯდება 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი
საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა სწორედ ნაძალადევი ყოფილა. 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის, რკინიგზის გახსნის შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო.
რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. „ნაძალადევმაც“ სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება. ამ უბანში აქტიურად მიმდინარეობდა კერძო სახლების მშენებლობა, რამაც რაიონს სასოფლო ტიპის გარეუბნის იერი შესძინა.
1950–იან წლებში საცხოვრებელი კორპუსების აქტიურ შენებას შეუდგნენ. სწრაფად გაიზარდა „სან–ზონა”, ავჭალა და თემქა, რომელსაც ადრე „ხევძმარი“ ერქვა. დროთა განმავლობაში, იზრდებოდა შენობების სართულიანობა.
1966 წლის 11 იანვარს, მუშაობა დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მეტროსადგურმა – „ოქტომბერმა”, ამჟამად უკვე „ნაძალადევმა”.
ერთ-ერთი საუკეთესო პარკი ამ რაიონში კიკვიძის პარკია. ახლა მას „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი“ ჰქვია. ტერიტორიაზე, 2021 წელს რეაბილიტაცია ჩატარდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები.
პარკის ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტირდა არსებული შენობები და შადრევანი.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ამასთან, 7 880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე 1 600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად დაირგო, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნა 78 მეტრი სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.
ნაძალადევის რაიონში ამჟამად ძირითადად, 7 მიმდინარე მშენებლობა ხორციელდება. ჩვენ დავინტერესდით ამ მშენებლობების ფასებით ერთ კვადრატულ მეტრზე. კლებადობის მიხედვით 1 კვ.მ-ის ფასი ასე გადანაწილდა:
„ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან” – ეს არის სამშენებლო კომპანია „ალფა სახლის“ მეორე პროექტი, რომელიც რეკრეაციულ ზონასთან, კიკვიძის პარკთან, ერისთავის 3 ნომერში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ერთი 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. კვადრატული მეტრის ფასი კი 3 069 ₾-დან იწყება. ერთ სართულზე ჯამში 19 ბინაა წარმოდგენილი.
„ალფა სახლი“ უკვე 20 წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის ყველა პროექტი იქმნება ქართული ინვესტიციით. სამშენებლო კომპანია პროექტებში შენობის ენერგოეფექტურობის მისაღწევად შესაბამის მასალებს იყენებს.
„ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან” ჩაბარების ვადად 2024 წელია განსაზღვრული.
„არქი კიკვიძის ბაღთან“ – 24-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „გოცირიძედან“ და „დიდუბიდან“ 2 წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსის 15 000 კვ.მ -ზე წარმოდგენილი იქნება გამწვანებული ეზო, რომელშიც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული ფართი და მიწისქვეშა ავტოსადგომი. მშენებლობაში გერმანული ბრენდის YTONG-ის, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი გამოიყენება, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.
საცხოვრებელ კომპლექსში კვადრატული მეტრის ფასი 2 814 ₾-დან იწყება. ერთ სართულზე კი ჯამში 8 ბინაა წარმოდგენილი.
„Sarajishvili Tower“ – ეს არის დეველოპერული კომპანია Briks-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი. 21-სართულიანი კომპლექსი, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ და მონაწილეობს პროექტში „გარანტირებული შენაძენი” გურამიშვილის გამზირის 55 ნომერში მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ბინები 50 კვ.მ.-დან. კომპლექსში გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი და 3300 M2 კომერციული ფართი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილზე ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტები განთავსდება.
ამ კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი 2 558 ₾-დან იწყება. მშენებლობის დასრულება კი 2024 წელს იგეგმება.
,,პარკს თაუნი” – მრავალფუნქციური უბანი, რომელიც ქალაქის ცენტრთან რამდენიმე წუთის სავალზე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ სივრცესთან, კიკვიძის ბაღის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩა 305-313 ნომერში მდებარეობს. ახალი პროექტი პარკის კონცეფციით მოიცავს შიდა და გარე სივრცეებს, მათ შორის 10 709 კვ.მ დაცულ ეზოს, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს სივრცეს, საოფისე და კომერციულ ფართებს, საცურაო აუზსა და ფიტნეს დარბაზს. უბანი პარკის კონცეფციით 20 768 კვ.მ-ზე გაშენდება და 4 ფაზას მოიცავს. 15-სართულიან შენობაშ განთავსებული იქნება 225 ბინა, კომერციული სართულები და ავტოსადგომი.
,,პარკს თაუნი”-ში კვადრატული მეტრი ბინის ფასი 2 507 ₾-დან იწყება. მშენებლობა კი 2024 წელს დასრულდება.
„თქვენი სახლი ნინუაზე 2“ – ეს სამშენებლო კომპლექსი ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ ნინუას ქუჩაზე, A და B ბლოკებით არის წარმოდგენილი. პროექტს სამშენებლო კომპანია „ალისფერი აფრები“ ახორციელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია A ბლოკში დასრულდა მესამე სართულის მონოლითური სვეტებისა და სიხისტის დიაფრაგმების ჩასხმა, ხოლო B ბლოკში მესამე სართულის გადახურვა დასრულდა. აქ ფართები 54,1 კვ.მ-დან იწყება. ბინები მობინადრეებს კი თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება.
„თქვენი სახლი ნინუაზე 2“-ში კვადრატული მეტრი ბინის ფასი 2 302 ₾-დან იწყება. მშენებლობა კი 2025 წლის ივლისში სრულდება.
„არქი გურამიშვილი“ – ეს არის სამშენებლო კომპანია „არქის“ მორიგი პროექტი ნაძალადევის რაიონში, რომელიც მეტროსადგურ ღრმაღელესთან 100 მეტრში, დავით გურამიშვილის გამზირის 64 ნომერში მდებარეობს. 32-სართულიანი სახლი კომერციულ ფართსა და 1 500 კვ.მ. გამწვანებულ სივრცეს მოიცავს.
„არქი გურამიშვილზე“-ში კვადრატული მეტრი ბინის ფასი 2 302 ₾-დან იწყება. მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.
„m² ჭყონდიდელზე“ – ესეც მორიგი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსია ნაძალადევის რაიონში, რომელიც ჭყონდიდელის ქუჩის 22 ნომერში შენდება. კომპლექსი განთავსებულია 31 011 კვ.მ-ზე და მოიცავს 12 კორპუსს. ბინების არჩევანი მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე გათვლილ ფართო აპარტამენტებს. ბინების ფართი 32.5 კვ.მ-დან იწყება. ერთ სართულზე კი ჯამში 7 ბინაა წარმოდგენილი.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა: 6200 კვ.მ. შიდა ეზოები და სარეკრიაციო ზონა; საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები; 243 დახურული და 317 ღია ავტოსადგომი; გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
„m² ჭყონდიდელზე“ კვადრატული მეტრი ბინის ფასი 2 171 ₾-დან იწყება. მშენებლობის დასრულების ვადებია: I – X კორპუსები – 2023 წელი. ხოლო XI – XII კორპუსები – 2024 წელი.