სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას აანონსებს

თბილისში, ძველ იპოდრომზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობა დღეს დედაქალაქში კვლავ აქტუალური თემაა. სამოქალაქო აქტივობა "ჩემი ქალაქი მკლავს" საკუთარ გვერდზე აქცია დაანონსა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. მოწოდებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ნათქვამია, რომ "თბილისის იპოდრომზე ზონის ცვლილებაზე შევიდა განცხადება, ათ წლოვანი ხეების გაჩევხა იგეგმება და კორპუსების აშენება."- წერია მიმართვაში.

სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას აანონსებს

აღნიშნულ ტერიტორიაზე ცენტრალ პარკ ავენიუ“ იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას აპირებს.

პროექტის განმარტებით ბარათში წერია: “იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.

„საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, – ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.