მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გმირთა მოედანზე კვლავ იგეგმება
პროექტს შპს „კოსტავა 69“ ახორციელებს, რომელიც ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს.
პროექტს ახორციელებს შპს „კოსტავა 69“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ახლიდან წარადგინა.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს.
პროექტს ახორციელებს შპს „კოსტავა 69“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება 4 მაისს ახლიდან წარადგინა.
შეგახსენებთ რომ აღნიშნულმა კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მერიის შესაბამის სამსახურებში პირველად გასული წლის მიწურულს წარადგინა, თუმცა, მარტში მშენებლობის პროექტი დახარვეზდა და დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა. მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა მიმართეს.