მშენებლობა ძვირდება-სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ახალ კვლევას აქვეყნებს

ახალი კვლევის თანახმად 2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით მშენებლობა 1%-ით გაიზარდა.

მშენებლობა ძვირდება-სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ახალ კვლევას აქვეყნებს

კვლევითი ცენტრის ცნობით, მშენებლობის დარგში ფასის მატება მასში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდამ განაპირობა.

ასევე სახულისხმოა, რომ რამდენიმე თვით ადრე, სამშენებლო მასალებზე ფასმა 6.2%-ით მოიმატა. ამიტომ სავარაუდოა, რომ ახალაშენებულ ბინდებზე ფასის მატებას უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა კვლევის თანახმად სამშენებლო კომპანიები გაყიდვების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ და მიზეზად მარკეტინგს ასახელებდნენ. თუმცა ფასის კიდევ უფრო ზრდა იმოქმედებს თუ არა გაყიდვებზე, ამას რამდენიმე თვეში დავადგენთ.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.2%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.45 და 3.46 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.