მასშტაბური მშენებლობა ბახმაროში-როგორ შეიცვლება ხის კოტეჯებით ცნობილი მთის კურორტი
სამშენებლო ისტერია მთაშიც გადადის. მახმაროში, რომელიც ყველაზე დაცული იყო ამ მხრივ მასშტაბური მშენებლობა იწყება. პროექტს "ორბი ჯგუფი" ახორციელებს.
გურიაში, მთის კურორტზე „ორბი ჯგუფი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, რომლისთვისაც სამზადისი 2 წლის წინ დაიწყო. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს: სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს. ადგილზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს წელიწადში 300 000 ტურისტს მოემსახუროს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპლექსი 8 ჰექტარზე განთავსდება, 7 ჰექტარზე კი რეკრეაციული ზონა იქნება.
აღსანიშნავია, რომ უკვე იყიდება 350 აპარტამენტისაიდანაც 1 კვ./მ-ია საწყისი ფასი 1500 დოლარი იქნება, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ იქნება 2000, 3000 და 5000-დოლარიანი ფართებიც.