გალთ ენდ თაგარტი-წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82% უკვე გაყიდულია, როგორია საბინაო მარაგების განაწილება თბილისშ
„გალთ ენდ თაგარტმა“ 2024 წლის იანვარში 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2023 წელს, დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას.
ამასთან, დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2024 წელს დასამთავრებელ პროექტებში ბინების ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდულია.
კერძოდ, 2024 წელს დასამთავრებელ კორპუსებში ბინების 82%-ია გაყიდული, 2025 წელს დასამთავრებელში – 64%, ხოლო 2026-2028 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში – 45%.