სანაპიროზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება-როგორი იქნება და როდის დაიწყება ახალი მშენებლობა
კიდევ ერთი ახალი მშენებლობა დედაქალაქში, რომელზეც დედაქალაქის მერიისგან ნებართვა გაცემულია, მშენებლობა სანაპიროზე განხორციელდება და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ პროექტს შპს „პარკლეინი ბიოგრაფი" განახორციელებს.
როგორც საპროექტო განაცხადიდან ვგებულობთ, მიწის ნაკვეთის ფართობი 4 707 კვ. მეტრია, განაშენიანების ფართობი – 14 028 კვ. მეტრი, ხოლო საცხოვრებელი ფართი – 7 720 კვ. მეტრს შეადგენს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ახალი პროექტის განხორციელება.