მოზაიკის სამი ფერი, რომელთაგანაც ბათუმელებმა, საზაფხულო თეატრის წინ ახალი ქვაფენილისთვის უნდა შეარჩიონ
ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, ქვაფენილის შეცვლას აპირებენ. ბულვარის ადმინისტრაციამ მოზაიკური დიზაინის ქვაფენილის 3 ფოტოვერსია წარმოადგინა თავისი ფეისბუქის გვერდზე და მოსახლეობას სთხოვს, ხმა მისცენ წარმოდგენილი სამი ვარიანტიდან ერთ რომელიმეს.
„გთხოვთ, ჩაერთოთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილისთვის მოზაიკის სასურველი დიზაინის არჩევაში“, – წერს ბათუმის ბულვარი და თანდართულ ბმულს აქვეყნებენ ხმის მისაცემად.
„ბათუმის ბულვარმა“ აღნიშნული დიზაინის ნიმუშები გუშინ, 25 აპრილს, გამოაქვეყნა ხმის მიცემის მიზნით. ხმის მიცემა კი ხვალ, 28 აპრილს, 19:00 საათზე უნდა დასრულდეს.