დედაქალაქში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურა დააზიანა და თბილისელებს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე უბანში მოსახლეობა დააზარალა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.
kalaki.ge სამგორში მცხოვრებ გალინა სინაურიძეს ესაუბრა, რომლის სახლის სარდაფი სტიქიის ღამეს დაიტბოდა.
“ღამის პირველი საათი იქნებოდა ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ერთდროულად დაიწყო, სახლის ფანჯრები შემოგვილეწა და ვერც მოვასწარით გააზრება ისე სწრაფად დაიტბორა ჩვენი სარდაფიც, ბავშვები გვყავს და ძალიან შეგვეშინდა. როგორც გავიგეთ სამგორი ყველაზე მეტად დაზარალდა, ხეები მოგლიჯა ძლიაერმა ქარმა. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს.” – განაცხადა ქალპატონმა გალინამ ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზარალს დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ითვლიან.