შესაძლოა დედაქალაქში, მოპედების რიცხვი გაიზარდოს – თბილისის მერიამ ახალი კანონპროექტი მოამზადა

მომრავლდება თუ არა დედაქალაქში მოტოციკლები და მოპედები, წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა როგორც ჩანს დედაქალაქის მერიის მიზანიც სწორედ ესაა, რათა გზები ავტომობილებისგან განიტვირთოს, ამიტომ მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ავტობუსის ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა, გარდა სამთვლიანი მოპედისა, დასაშვები იქნება.

შესაძლოა დედაქალაქში, მოპედების რიცხვი გაიზარდოს – თბილისის მერიამ ახალი კანონპროექტი მოამზადა

kalaki.ge გუჯა ლილუაშვილს ესაუბრა, რომელიც გადასაადგილებლად წლებია მოპედს იყენებს.

“5 წელზე მეტია მოპედით ვსარგებლობ და თბილისის საცობების შემდეგ ჩვენთვის საავტობუსე ზოლის დათმობა რამდენს ნიშნავს ვერ აგიღწერთ, შემცირდება ავარიების რიცხვიც. ვფიქრობ ბევრი დაინტერესდება ორბორბლიანი ტრანსპორტით და ნელ-ნელა იქნებ ჩვენ მივბაძოთ ამ კუთხით ევროპას სადაც არაჩვეულებრივად იყენებენ მოპედებს. ვფიქრობ ეს ახალი კანონი, ხელს შეუწყობს თბილისში მოპედების მომრავლებას და ბოლოსდაბოლოს ყველა პატარა მონაკვეთზე დიდი მანქანებით აღარ ივლიან და ეკოლოგიური სიტუაციაც გაუმჯობესდება ჩვენს დედაქალაქში.”-ამბობს გუჯა kalaki.ge-სთან საუბრისას.