პარკირების ისტერია თბილისში – ვინ მოჭრა და ვინ აღადგინა ბორდიულზე არსებული ჯებირები ვახუშტი ბაგრატიონის 7 ნომერში
უცნაური ფაქტის შესახებ, ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
შემთხვევიდან მალევე ისევ გავრცელდა ვიდეო მასალა სადაც ჩანს, რომ ბორდიულზე არსებული ჯებირები დამაგრებულია. თუ ვინ აღადგინა ვანდალური ფაქტი ვახუშტი ბაგრატიონის 7 ნომერში ამ დრომდე ცნობილი არაა, თუმცა ფაქტია, რომ თბილისში მანქანის გასაჩერებელი ადგილი დღითი დღე მცირდება. ამის მიზეზი ბევრია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, თავად ქალაქის რელიეფი და ვიწრო ქუჩებია.
საგულისხმოა,რომ პარკირების ისტერია დედაქალაქში სერიოზულ პრობლემას ჰქმნის და ამის აღმოფხვრა, როგორც ჩანს თანდათან უძნელდება დედაქალაქის მთავრობას.