ფოტოგრაფია ეს ის დარგია, რომელიც განსხვავებულ ხედვას საჭიროებს. კადრებმა, რომელსაც ფოტოგრაფი გვთავაზობს უნდა აგვაღელვოს, მოგვხიბლოს, სევდა მოგვგვაროს ან უბრალოდ კონკრეტულ ლოკაციაზე აღმოჩენის სურვილი გაგვიღვიძოს. თუ ამ ემოციებს წარმოდგენილ კადრებში აღიქვამთ ჩათვალეთ, რომ პროფესიონალის ნამუშევარმა გაამართლა.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

პროფესიით ექიმი, ყბა-სახის ქირურგი ზურა გელაშვილის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 12 წლის წინ დაიწყო. პროფესია, რომელსაც ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნიდა 2011 წელს მიატოვა. მისი თანმდევი, ჩვეული სპონტანურობა აქაც გამოვლინდა. პირველი მისი შემთხვევითი მოგზაურობა კი სომხეთი აღმოჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი – მეზობელ ქვეყანში, კლასიკური როკის კონცერტზე აღმოჩნდა და პირველმა მოზაურობამ საკუთარი თავი, ახალ პროფესიაში აპოვნინა.

– შემთხვევით ერთ-ერთ ქვეყანაში წასვლა მომიწია – ეს იყო სომხეთი. მანამდე ფოტოგრაფიასთან არანაირი შეხება არ მქონდა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა. ჩემს ძირითად პროფესიას თავი დავანებე და დავიწყე პროგრამირებაზე მუშაობა. ესეც ფოტოგრაფიასთან ერთად, ჩემით ვისწავლე. 2017 წლიდან ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

სწორედ 2017 წელი აღმოჩნდა გარდამტეხი, როდესაც მან სხვებისთვის, საკუთარი გამოცდილებისა და ემოციების გაზიარება დაიწყო. მეგობრების თხოვნით გადადგმული ნაბიჯი, რომ ფეისბუქ ბლოგი შეექმნა გამართლდა და დღეს მის გვერდს – „მოგზაური მე“-ს 105 ათასი გამომწერი ჰყავს.

– ყველაზე მეტად ფოტოგრაფიის განვითარებაში ხელი შემიწყო პანდემიის პერიოდმა. სწორედ ამ დროს ორი პროექტი მქონდა – ისლანდია, რომელიც მოვასწარი და გრელანდია, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ მოესწრო. ამ პანდემიის ჟამს დავიწყე ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის საფუძვლიანად შესწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა, ფაქტობრივად 6 თვე არ გავჩერებულვარ. დავიწყე ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა, სადაც უმეტესობა მათგანში გავიმარჯვე. 2021 წლიდან წამყვან კონკურსებში თავად მოვხვდი ჟიურის წევრში, „დისქავერი“-ს წარმომადგენლებთან ერთადაც კი. ყველასგან ძალიან დადებითი ემოციები მოდიოდა. ბევრს ჰგონია, რომ ფოტოგრაფიაში ბევრი წლის სტაჟი მაქვს, არადა უმეტესობამ არც ისიც, რომ რეალური გარდატეხა ჩემში, პანდემიის პერიოდმა მოახდინა.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

პირველი ლოკაცია მსოფლიოში, რომელმაც „მოგზაური მე“-ზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ისლანდია აღმოჩნდა. ყინულოვანმა ქვეყანამ, რომლის ტერიტორიაც ბორეული ტყეებისა და ალპური ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება და რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობანი გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი და XVIII ს-ის ტაძრებია, ჩვენს მთავარ გმირზე წარუშლელი შთაბეჭდილება იქონია. კონტრასტების ქვეყანაში მეორედ მოგზაურობა, ზურას ოცნებად იქცა.

– 10 დღეში 2300 კილომეტრი, ოთხმა მეგობარმა გავიარეთ. მთელ კუნძულს მოვარტყით წრე. გზად საოცრებები ვნახეთ აიზბერგები, გეიზერები, ჩანჩქერები, ნარინჯისფერი მიწა. რაც შეეხება სირთულეს, იყო იოლი მომენტები და იყო ბევრი სირთულეც. გზად იყო მონაკვეთები, სადაც მოვყევით შტორმში, სადაც უამრავი მანქანა გვხდებოდა გადავარდნილი გზიდან, სადაც იყო დიდი სიფრთხილე საჭირო. პირველ რიგში ვინც მანქანას მართავს უნდა იყოს გამოცდილი მძღოლი.

ისლანდია ესაა სამოთხე გინდ ზაფხულში, გინდ ზამთარში… მაგრამ ჩემთვის ზამთარი ბევრად საინტერესოა“.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

ჯამში 40 ქვეყანა, 27-ში კი ოთხივე სეზონზე – ეს ის რიცხვებია, სადაც ზურა გელაშვილმა ამ დრომდე უკვე იმოგზაურა. ახალმა პროფესიამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რამაც საშუალება მისცა საკუთარი საქმე ბიზნესად ექცია.

– ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობ, ერთ-ერთი არის პურის ქარხანა „კალო“, ასევე პირველი ქართული აპლიკაცია “Trip Camp”, და სხვადასხვა სასტუმროები. ამ დროისთვის მოლაპარაკებას ვაწარმოებ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან, რომლის პარტნიორიც შეიძლება უახლოეს მომავალში გავხდე.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

„მოგზაური მე“-ს შემქმნელი არასდროს უშინდება ხიფათს, ბევრჯერ სიცოცხლის ფასადაც კი გაურისკავს. სურვილი, რომ დაეთვალიერებინა წლების წინ მიტოვებული და უკაცრიელი ქალაქი¬ ჩერნობილი ზუსტად იმ დროს აისრულა, როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა. როგორც კი მოგზაურობიდან დაბრუნდა, ომიც დაიწყო.

– როდესაც ქვეყანას ჯარი მიადგა და ყველა მედია ამის შესახებ სიუჟეტებს აშუქებდა, მე ბილეთები ავიღე და გავემგზავრე. სერიალის ნახვის შემდეგ¬ სულ მინდოდა¬ ჩერნობილი ჩემი თვალით მენახა. იანვრის დასაწყისში სპონტანურად გადავწყვიტე და წავედი. გავრისკე კი იმიტომ, რომ ვიცოდი თუ ვერ მოვასწრებდი, ჩერნობილს ვეღარ ვნახავდი. როდესაც კიევში ჩავედი მაშინაც დაძაბულობა იყო.
ჩერნობილში მოგზაურობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ ზუსტად მივყვებით ინსტრუქციებს, საფრთხე იკლებს. რა თქმა უნდა სრულიად მიტოვებული ადგილის შემხედვარე, რაღაც შიში გიპყრობს, თუმცა ჩათვალეთ ჩვეულებრივი ქალაქია, უბრალოდ უკაცრიელია. შევლისას და გამოსვლისას რადიაცია სპეციალური აპარატით¬ ორჯერ იზომება და თუ ამ დროს რადიაციული ფონი მომატებული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა სახიფათოა. ერთი სიტყვით – ჩერნობილში, რომ შევდივართ ხელს ვაწერთ, რომ პასუხისმგებლები ვართ საკუთარ თავზე.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

რაც შეეხება საქართველოს – მოგზაურის მოყვარულს საკუთარი ქვეყნის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზურა საქართველოს ბუნებით მუდამ გაკვირვებულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი ადგილი, რომელსაც რეალურად შეუძლია გაგაოცოს. თუმცა ბლოგერი და ფოტოგრაფი თვლის, რომ რესურსი, რომელიც უკეთეს ცხოვრებაში ხელს უნდა გვიწყობდეს, გამოუყენებელია. ახალი მშენებლობები კი, რომლებიც დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

– ყველა რეგიონში გვაქვს კურორტი და ხალხი მაინც გაჭირვებულია. რესურსი გვაქვს, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, მაგრამ ვერ ვიყენებთ. პლუს, სადაც ვმოგზაურობ ყველა ამბობს, რომ ბუნებრივად ბოძებული კონტრასტების ქვეყანა გვავს, რომლის შესაბამისად ათვისება სამწუხაროდ ვერ ხერხდება. საქართველოს კურორტები და ის ღირსშესანიშნაობები, რაც გაგვაჩნია ბეტონის კედლებმა არ უნდა ჩაანაცვლოს. იგივე ჩირუხის მთა, მაღალმთიან აჭარაში – რა თქმა უნდა მას განვითარება სჭრდება თუმცა იქ, რომ რაიმე აშენდეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ შემთხვევაში ეს ადგილი ყველანაირ ხიბლს დაკარგავს. მაღალმთიანი აჭარა ხომ ზუსტად ამით განსხვავდება ბათუმისგან. სამშენებლო ბუმი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს მაინცდამაინც მე არ მომწონს.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

ბევრისთვის მაღალმთიანი აჭარა მხოლოდ ბათუმთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებთან ასოცირდება, თუმცა აჭარა გაცილებით მეტია ვიდრე ზღვისპირა რეგიონი. ბათუმიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, თვალწარმტაცი ბუნება იწყება, ულამაზესი ხეობებითა და მთებზე შეფენილი სახლებით. ზურა გელაშვილმა მაღალმთიან აჭარაში ორთვიანი მოგზაურობის ჟამს, საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტო მასალა გაუზიარა. ამან კი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კონკრეტულად მისთვის კი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ჩირუხის მთა აღმოჩნდა.

– როგორც ფოტოგრაფისთვის მაღალმთიანი აჭარა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩირუხი – ეს ის მთაა, რომელიც ზამთარში თითქმის ბოლომდე იცლება, მაგრამ თბილ პერიოდში იქ სიცოცხლე ყვავის, ბავშვების ჟრიამულს მიაქვს იქაურობა და თან საოცარი სილამაზით გამოირჩევა. ეს ისეთი ადგილია ფოტოგრაფისთვის, სადაც მასალას ვერ ამოწურავ. ვფიქრობ ერთ-ერთი ინსპირაცია ჩემთვის ეს მთაა.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

„მოგზაური მე“, ნებისმიერი თავგადასავალის მოყვარულს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკუთარი თავი აღმოაჩინოს ან უბრალოდ სხვადასხვა სასტუმროების და კოტეჯების შესახებ გამოცდილი მოგზაურისგან ინფორმაცია მიიღოს, რაც შემდგომში საუკეთესო განტვირთვისა და დასვენების საშუალებას მისცემს. ზურა გელაშვილის მთავარი მიზანიც ხომ ეს არის – თავის გამომწერებს მოგზაურობის შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ამ ყველაფერთად ერთად ის საკუთარი საქმისადმი მიდგომის ძირითად მიმართულებებსაც გვიზიარებს.

ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო
ორმოცი ქვეყანა ერთ ობიექტივში – „მოგზაური მე“-ს თვალით დანახული სამყარო

– ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია, არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში არამედ ცხოვრებაშიც, არის ის, რომ ნამუშევარი უნდა იყოს ზედმეტად ესთეტიური. სხვადასხვა სფეროში მომიწია ყოფნა და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი მთავარი წესი – ესთეტიურობა. ფოტოგრაფად, დრონით მუშაობა, როდესაც დავიწყე ჩემთვის მთავარი ინსპირაცია იყო უეს ანდერსონის ფილმები, რომელიც სიმეტრიისა და ესთეტიურობის „ღმერთია“, ასე ვუდგები ჩემს საქმესაც. სანამ ერთ ფოტოს მაინც, საათებს არ დავუთმობ და იდეალურ ნამუშევრამდე არ მივიყვან, თავს არ ვანებებ. ალბათ ეს ყველაფერი შემდეგ ჩემს ნამუშევრებშიც აისახება.