კახა კალაძე-გმირთა მოედანი სრულად განახლებას საჭიროებს
დედაქალაქის ყველაზე დიდი საავტომობილო კვანძი და ადგილი სადაც დედაქალაქის უბნების გამყოფი ყველაზე დიდი გზაჯვარედინია.
როგორც აღმოჩნდა, გმირთა მოედანზე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემებია და სწორედ მისი განახლება, კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიან დაავალა.
“მინდა, ირაკლი ბენდელიანს გმირთა მოედნის მოწესრიგება დავავალო. აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები, ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია და უნდა შემოვიტანოთ თანამედროვე ლედ სანათები“, – განაცხადა კახა კალაძემ.