დღეიდან ჟვანიას მოედანზე, მოძრაობა შეიზღუდება
უფრო ზუსტად, 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.
ინფორმაციას, გზებზე შეზღუდვის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს: „აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ.რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.
შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.