დღეს და ხვალ რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდა
12 და 13 დეკემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში შეიზღუდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს, უწყების ცნობით, მიზეზი საახალწლო განათებების მონტაჟია.
“სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.”-აცხადებს დედაქალაქის მერიის პესსამსახური.