30 ნოემბრამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეიძღუდება

საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზად დედაქალაქის მერია კლდოვან ფერდობზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობას ასახელებს.

30 ნოემბრამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეიძღუდება

“მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თუმანიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სილხან ცინცაძისა და მიხეილ თუმანიშვილის ქუჩების გამოყენებით.”-ნათქვამია დედაქალაქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.