თბილისის ქუჩები სადაც მოძრაობა იზღუდება

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის ქუჩები სადაც მოძრაობა იზღუდება

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ქერჩის ქუჩიდან შეძლებენ. იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებაც:

“ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N351, N373 და N355, ასევე, მიკროავტობუსები: N512, N517, N518, N548 ვასაძის ქუჩის ნაცვლად მოსულიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.

ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი „ახმეტელის თეატრის“ მიმდინარე ტერიტორიიდან მგზავრებს ვასაძის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების გავლით მოემსახურება.” -წერია თბილისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.