Modern City Lisi – ახალი საცხოვრებელი უბანი ლისის ტბასთან
დღეს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
დღეს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას ადამიანები ძალიან ბევრ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას, რათა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ.
თბილისი განაშენიანების პირობებში საკმაოდ გაიზარდა და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად იქცა. იდეალური საცხოვრებელი სახლი სუბიექტური საკითხია და სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებულად წარმოისახება ხოლმე, თუმცა მაინც დედაქალაქში არსებული ურბანული განვითარების, მასშტაბური მშენებლობებისა და სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე, მოსახლეობის ნაწილი ცდილობს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ეკოლოგიურად უსაფრთხო, უზრუნველ და მშვიდ ადგილად აქციოს.
მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, საცხოვრებლის შეძენის გადაწყვეტილების მიღების დროს მდებარეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თბილისში ქაოტური განაშენიანება და ეკოლოგიური კატასტროფა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ახალი ბინის შეძენა უამრავ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რომელიც ნიშნავს ბევრი დეტალის გათვალისწინებას, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა ალტერნატივების განხილვას და პრიორიტეტების ჩამოყალიბებას. ბინის არჩევამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა მოლოდინები გვაქვს მომავალი საცხოვრებლისგან და რაც მთავარია, გავთვალოთ გრძელვადიანად, ვინაიდან მინიმუმ რამდენიმე წელი სწორედ აქ მოგვიწევს ცხოვრება.
საცხოვრებლის ძიებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორი ბინა გსურთ და სად? თუ მნიშვნელოვანია სამსახურთან ახლოს ცხოვრება, მაშინ უკვე გეცოდინებათ საცხოვრებელი არეალი. ხოლო, თუ უფრო მეტად სიმწვანე და ჯანსაღი გარემო გიზიდავთ, მაშინ ამ კუთხით უნდა შეარჩიოთ საცხოვრებელი.
ტერიტორია, რომელზეც სტატიაში მოგითხრობთ დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ეს ტერიტორია ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს – ადგილი, რომელიც საცხოვრებლად საუკეთესო, სასიამოვნო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის. მისი არეალი ერთ-ერთი იშვიათი და ამ ეტაპზე საკმაოდ შენახული ბუნებრივი ადგილია დედაქალაქის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, ლისზე ცხოვრების გადაწყვეტილებას მრავალი ადამიანი იღებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას ფასი არ ეკარგება. დეველოპერებიც არ აყოვნებენ და ტერიტორიას სხვადასხვა დაგეგმარებით და მაქსიმალური კომფორტის შექმნით აპროექტებენ.
ლისის არეალი გამორჩეულად მიმზიდველია და მისით ინტერესდებიან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მსხვილი იურიდიული პირებიც – ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ლისის ტერიტორიაზე ვითარდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: “არქტური ლისი”, “შენი სახლი ლისზე”, “სუბურბან ლისი“. ამ მშენებლობების შუაგულში, 14 000 კვ.მ-ზე, ფერმწერთა ქუჩაზე, ლისის ტბიდან სულ რაღაც 500 მეტრში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი – „Modern City Lisi” ვითარდება.
Modern City Lisi ოთხ საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს, სადაც დიდი ადგილი ეთმობა რეკრეაციასა და კეთილმოწყობილ ეზოს. ტერიტორიაზე განთავსდება: საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა; მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ასევე, ახალი უბნის მობინადრეებისთვის 1.5 კმ რადიუსში ხელმისაწვდომია ისეთი სამომხმარებლო ობიექტები როგორიცაა: სკოლები, უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, ღვინის მარანი, იპოდრომი და თერმული აბანოც კი.
პროექტის ავტორის თქმით, ლისის ტბასთან სიახლოვე “მოდერნ სითი ლისი”-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რადგან სულ რაღაც 5 წუთში შესაძლებელია ლისის ტბის რეკრეაციულ ზონაში დასვენება და გართობა. ასევე, პროექტის ავტორი kalaki.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლისის ტერიტორიზე მშენებლობა ურბანული კომფორტისა და ბუნების სიმშვიდის მიზნით იქნა შერჩეული. არქიტექტორის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია პასუხობს, როგორც ბავშვების და ოჯახის, ისე საქმიანი ადამიანების მოთხოვნებს.
„ჯანსაღი გარემო, დაბალი ინტენსივობის განაშენიანება და საჭირო ობიექტების სიახლოვეს ცხოვრება, ამ პროექტს მობინადრეებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს. პროექტის შექმნისას ჩვენ ძირითადი აქცენტი ეზოს მოპირკეთებაზე ავიღეთ, რომელიც სრულად უპასუხებდა მობინადრეების მოთხოვნებს. ტერიტორიაზე მოვაქციეთ მანამდე არსებული ნარგავები, რასაც პროექტის მიხედვით ეტაპობრივად კიდევ შევმატებთ. Modern City Lisi-ში გათვალისწინებულ იქნა ასევე პარკინგი, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მობინადრეებს“. – აცხადებს Modern City Lisi-ს არქიტექტორი, ნიკა ჭუმბურიძე.
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 245 ბინას მოიცავს, რომელი ასე ნაწილდება: A ბლოკი – 26 ბინა; B ბლოკი – 95 ბინა; C ბლოკი – 28 ბინა; D ბლოკი კი – 96 ბინა.
Modern City Lisi-ს ბინები ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი იქნება სახანძრო სისტემებით. კომპლექსი აღიჭურვება გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცისა და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას. ბინების გარე და შიდა კედლები შენდება ენერგოეფექტური ბლოკით. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს და უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას.