საჭიროებს თუ არა დედაქალაქის უბნებში მიწისქვეშა ნაგვის ურნების რაოდენობა და გეგმა აქვს “თბილსევის ჯგუფს”

თბილისში არის უბნები, სადაც ნაგვის ურნების დაცლა, "თბილსერვისის" თანამშრომლებს დღეში 6-ჯერ უწევთ. სოციალურ ქსელში დედაქალაქელები, სშირად არცელებენ ფოტოებს სხვადასხვა უბნიდან და უკმაყოფილებას გამოხატავენ დასუფთავების სამსახურის მიმართ, როგორც აღმოჩნდა კომპანია ნაგვის სრულყოფილად გატანას ვერ ასწრებს, რადგან ურნები მალევე ივსება. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი გამოსავალს უწყებაში, მიწისქვეშა ურნებში ხედავენ.

საჭიროებს თუ არა დედაქალაქის უბნებში მიწისქვეშა ნაგვის ურნების რაოდენობა და გეგმა აქვს “თბილსევის ჯგუფს”

როგორც ირკვევა, “თბილსერვის ჯგუფში” მიწისქვეშა ურნების მიმართულებით შესაბამის შესყიდვებს აანონსებენ.

“დედაქალაქში ეტაპობრივად მომრავლდება მიწისქვეშა კონტეინერები. ამისა გარდა ვგეგმავთ, იქ სადაც ცხელი წერტილები გვაქვს, შერეულად განთავსდეს მიწისქვეშა ურნები. ეს განიხილება პერსპექტივაში, ჯერ შესაბამისი შესყიდვა არ გვაქვს გამოცხადებული. ვგეგმავთ, რომ ეს გაკეთდეს ისეთ წერტილებში, სადაც საცობები უწევს.

მაგალითად დოლიძის ქუჩაზე დღის განმავლობაში 6-ჯერ გვიწევს ნაგვის ურნის დაცლა. როგორც არ უნდა მოსახლეობისთვის მოსაწონ დროს ავიდეთ, არის რამდენიმე ლოკაცია, სადაც უნდა გავჩერდეთ და თითო ადგილას 2-3 წუთი ვყოვნდებით.

ასეთი ობიექტები გვაქვს შერჩეული და დედაქალაქის მასშტაბით შეგვიძლია უკვე რამდენიმე მიწისქვეშა კონტეინერი ჩავდგათ,” – აცხადებს თბილსერვის ჯგუფის დირექტორი დავით ფაჩულია.